გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
პარტიის პრესამსახურში ადასტურებენ, რომ გახარია ამერიკაში იმყოფება, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს, როგორც ოფიციალურ პირებთან, ისე ანალიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.
“შეხვედრება იქნება ოფიცილურ პირებთან და ანალიტიკურ წრეებთან” – ამბობენ პარტიის პრესამსახურში, თუმცა არ აკონკრეტებენ ვისთან გაიმართა შეხვედრები.
მათივა ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, საქართველოს და ქართველი ხალხის დასავლური მისწრაფების, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების კიდევ ერთხელ ხაზგასმა და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავება.