კომპანიის შეფი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანი დააპროექტა ტრაგედიიდან ხუთი დღის შემდეგ, შალვა უგრეხელიძე მედიასთან პირველად ალაპარაკდა და განაცხადა,რომ მერიამ, ასეთი მაშტაბის პროექტი დაუკეთა კომპანიას, რომელსაც მანამდე შადრევანზე არასდროს უმუშავია.
“ელ ემისის“ პროქტით, ვაკის პარკში, ტუმბო, რომელიც მაღალ ძაბვაზე მუშობს, შადრევანშია ჩაძირული, არადა მეტი უსაფრთხოებისთვის ტუმბო შადრევნიდან შორს უნდა ყოფილიყო.
დამპროექტებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი მერიამ მოიწონა და წინასწარ იცოდა, რომ ტუმბო, რომელიც მაღალ ძაბვაზე მუშაობს წყალში იქნებოდა ჩაძირული.
ცნობისთვის, სწორედ აღნიშნულ ტუმბოსთან იდგნენ, მარიტა, ლაზარე და ანდრია, როდესაც დენმა დაარტყა.