უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი,17 ოქტომბერს რუსეთმა კიევზე ირანული ე.წ. კამიკაძე დრონებით იერიშები მიიტანაას ეხმაურება და აცხადებს:
“ირანი პასუხისმგებელია უკრაინელების მკვლელობაზე. ქვეყანა, რომელიც საკუთარ ხალხს ჩაგრავს, ახლა რუს მონსტრებს ევროპის გულში მასობრივი მკვლელობებისთვის იარაღს აძლევს. სწორედ ამას ნიშნავს დაუმთავრებელი საქმეები და ტოტალიტარიზმთან დათმობებზე წასვლა. ეს ის შემთხვევაა, როცა სანქციები საკმარისი არ არის” ,- აცხადებს პოდოლიაკი.