ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე PACE-ის რეზოლუციაზე: სააკაშვილის საკითხმა ტოქსიკური გავლენა მოახდინა

“სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა” ,  – აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი არჩილ თალაკვაძე PACE-ის 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას გულისხმობს.

“საქართველომ და საქართველოს სახელისუფლებო გუნდმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა მისცა პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე. რაც შემდეგ მოხდა, დამაზიანებელი იყო და ეს გააკეთა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და სააკაშვილთან დაკავშირებულმა რამდენიმე დეპუტატმა, მათ დააინიციირეს სააკაშვილთან დაკავშირებულო ცვლილება ამ რეზოლუციაში, რომელსაც 600 დეპუტატიდან მხოლოდ 55 – მა დაუჭირა მხარი.. აქედან ჩანს, რომ სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათ შორის, უკრაინელი დეპუტატიც კი უკმაყოფილო იყო, ამ ცვლილების ინიციირებით” , – განაცხადა თალაკვაძემ.

იტვირთბა....