თბილისში, ატენის ქუჩაზე, 13 სართულიანი კორპუსი ინგრევა, კედლების ნაწილი დაბზარულია და ღამით ბათქაშში სცვივა.
ექსპერტიზის დასკვნით, კორპუს სასწრაფოდ გამაგრება სჭირდება, თუმცა უკვე ხუთი თვეა მერიის წარმომადგენლებს სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაუწყიათ.
ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ:
“მერიიდან იყვნენ მოსულები რამდენიმე თვის წინ, გვითხრეს, რომ ამის შეკეთების დრო არ არისო. ამიტომაც, მე უნდა შემეკეთებინა ჩემი ძალებით, რადგან თვითონ მერია ამ ეტაპზე არ გააკეთებდა. ვინაიდან ეს ბზარი რამდენიმე დღეა უფრო მეტად გაიხსნა, დავრეკეთ ცხელ ხაზზე, დრეს მოვიდნენ, ზოგიერთი თანამდებობის პირი გატრიალდა, არც შეამოწმა და წავიდა. ვაკის გამგეობაში მითხრეს, 4 სართულიანი რომ იყოს ეს სახლი მოგხედავდითო, 4-ზე მეტი არ გვეკუთვნისო. ვუთხარი, ვისაც 13 სართულიანი ეკუთვნის, იმას გადაგვაბარეთ-თქო, ასეთი სამსახური არ არისო, მითხრეს“. – ამბობს მაცხოვრებელი.