ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა

ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა – ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

5 წლის ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს. ის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაძლოა ყბა-სახის ქირურგიული ოპერაცია დასჭირდეს.

იტვირთბა....