ახალი ამბები მსოფლიო ჯანდაცვა

ეპიდაფეთქება აფრიკაში – ებოლას გამო ორ დასახლებაში “ლოქდაუნი” გამოცხადდა

ებოლას გამო, აღმოსავლეთ აფრიკაში, უგანდის ორ დასახლებაში “ლოქდაუნი” გამოცხადდა, ამოქმედდა კომენტადის საათიც.

BBC-ის ინფორმაციით, დასახლებებში უკვე დაიხურა ღამის კლუბები, ბარები, სალოცავები და გასართობი ადგილები. “ლოქდაუნი” დასახლებებში 3 კვირის ვადით გამოაცხადეს.

გამოცემის ცნობით, ებოლას ეპიდემიას ქვეყანაში უკვე 19 ადამიანი ემსხვერპლა. სულ დაავადებულია 58 ადამიანი,თუმცა შესაძლოა, დაღუპულთა და დაავადებულთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მაღალი იყოს.

იტვირთბა....