13 წლის ლაზარე ლობჟანიძე, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემტხვევის დროს დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს. მოზარდის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანის დროს მძიმე იყო.
მეორე დღეს დინამიკა გაუმჯობესდა – მან ჯერ აპარატის გარეშე მექანიკურ სუნთქვაზე გადასვლა შეძლო და მალევე გონზე მოვიდა. უკვე დღეს დილით გადაწყდა, რომ თუ დამატებითი კვლევები დამაკმაყოფილებელი იქნებოდა მოზარდს სახლში გაწერდნენ.
“ნიუ ჰოსპიტალსის” ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ცაბაძის განცხადებით, მოზარდის ფსიქომოტორული და ემოციური სფერო დამაკმაყოფილებელია.
“დღეს დილიდან შეფასდა ლაზარეს ფსიქომოტორული, ემოციური მდგომარეობა, ჩაითვალა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებლად და პაციენტი გაეწერა ბინაზე მკურნალობის ამბულატორიულად გაგრძელების მიზნით,” – აცხადებს დავით ციბაძე.
როგორც საკრებულოს წევრი კონსტანტინე ზარნაძე განმარტავს, ფსიქოლოგების მიერ 13 წლის ლაზარე ლობჟანიძეს მდგომარეობა შეფასდა როგორც ჯანმრთელი.