ახალი ამბები საზოგადოება

შადრევანში დაშავებული 13 წლის ლაზარე, შესაძლოა, კლინიკიდან დღეს გაწერონ

ლაზარეს მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია, ალბათ, დღის განმავლობაში სახლში გავუშვებთ, – ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ციბაძემ განაცხადა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ვაკის პარკში დაშავებული მოზარდის ბინაზე გაწერას კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტენ.

„უკვე გავიდა ის პერიოდი, რომელიც სხვადასხვა რისკებთან იყო დაკავშირებული. გარკვეული კვლევების და კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ ბინაზე გაშვებას. სავარაუდოდ აღარ იქნება მისი ინტენსიურ თერაპიაში დარჩენა საჭირო. მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება ამბულატორიულად. დღეს ალბათ, დღის განმავლობაში სახლში გავუშვებთ“,- განაცხადა ექიმმა.

იტვირთბა....