ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში შვილმა დედა დაჭრა

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში შვილმა დედა დაჭრა – ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 19 წლის ბიჭმა 38 წლის ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა, დედა-შვილს შორის დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო.

დაჭრილი ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა და პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რუსთავის პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

იტვირთბა....