13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელმაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა მთელი საქართველო შეძრა.
13 წლის სიცოცხლით სავსე გოგონას გარდაცვალებამ ბევრი დააფიქრა და სინანულის გრძნობა გაუჩინა. ბევრი ნანობს, რომ სიცოცხლეში ვერ მოეფერა, ვერ უთხრა როგორი განსაკუთრებული გოგონა იყო.
მარიტა სტკივათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს და საზოგადოების თითოეულ წევრს.
მარიტაზე შეყვარებულმა ბიჭმა ერთ-ერთ ვიდეოზე დაწერა, რომ ვერ მოასწრო მისთვის სიყვარულშ გამოტყდომა:
“ჩემი მეზობელი იყო, მიყვარდა, მაგრამ ვერ მოვასწარი…“