ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

შეერთებული შტატები უკრაინაში 725 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში გაუგზავნის საბრძოლო მასალას და ჰამვის არმიის სატვირთოებს – ამის შესახებ Reuters
ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.

აშშ-ის მაღაჩინოსნების თქმით, დახმარება არ შეიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

ეს პაკეტი, რომელიც შესაძლოა პარასკევს გაიცეს, არის პირველი დახმარების პაკეტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბოლო დღეებში უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

იტვირთბა....