თურქეთში, ბართინის პროვინციაში მაღაროს კარიერში აფეთქება მოხდა – CNN Turk-ის ინფორმაციით, ადგილზე გაიგზავნა დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების მანქანა.
არსებული ინფორმაციით, მიწისქვეშ ადამიანები არიან.
გუბერნატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფეთქება მოხდა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 18:15 საათზე ამასრას ქვანახშირის მაღაროში, რომელიც ზღვის დონიდან – 300 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
დაშავებულთა ან გარდაცვლილთა შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ გავრცელებულა.