ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დენის ღია სადენები ბათუმის ცენტრალურ პარკში (ფოტო)

ბათუმის ცენტრალურ პარკში დენის გაშიშვლებული სადენები ამ დრომდე შეფუთული არ არის – ინფორმაციას გამოცემა Batumelebi ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, პარკში, ქვის სკამები გასულ წელს დადგეს. ქვის სკამებს, ქვედა ნაწილში დამონტაჟებული აქვს განათება. შესაბამისად, მას წვდომა აქვს დენის წყაროსთან.

სტატიაში აღნიშნულია, რომ პარკის მარცხენა სანაპიროზე, დაახლოებით 20-მდე ქვის სკამია განთავსებული. აქედან, უმრავლეს შემთხვევაში დენის წყარო დაზიანებულია, სადენები კი ღიაა.

ფოტოებში ჩანს, რომ სკამების ქვეშ დამონტაჟებული განათებები დაზიანებულია, დენის სადენები კი გაშიშვლებულია.

იტვირთბა....