ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს დამნაშავე ვარო – ფურცხვანიძის ადვოკატი

“გრინსერვის +”-ის ხელმძღვანელის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი ტარიელ კიკნაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად აცხადებს, რომ “ფურცხვანიძე პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ მას არ უთქვამს დამნაშავე ვარო”.

როგორც უფლედამცველმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კიკნაძე არ ელოდება, რომ ფურცხვანიძეს ბრალს წაუყენებენ, რადგან მისივე თქმით, საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

ცნობისთვის, სწორედ გრინსერვის პლიუსმა ჩაატარა ვაკის პარკის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები. გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ, უკვე თითქმის 24 საათია ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში იკითხება. დაკითხავენ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს გიგა გიგაშვილსაც.

შსს-მ მომხდარს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

იტვირთბა....