ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, აცხადებს, რომ ომბუდსმენობის კანდიდატებისთვის დაწერილი ქულები და რეიტინგი მმართველი პარტიისთვის აზრს კარგავს.
მისი თქმით, ყველაფერი მაინც საკომიტეტო მოსმენებზე გადაწყდება.
“არავითარი რეიტინგი არ შეიძლება, რომ არსებობდეს. არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას, ვინ უფრო მეტი ქულით არის შეფასებული. არც ერთ კანდიდატს არ ექნება არავითარი უპირატესობები და პრეფერენციები. თანაბარი შანსი აქვს როგორც პირველ, ასევე ბოლო ადგილზე მყოფ კანდიდატს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.