ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კალაძე აუცილებლად გადადგება” – აქტივისტებმა მერიასთან აქცია დააანონსეს

სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ორშბათს, 17 ოქტომბერს, მერისასთან კალაძის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართება.

“პირველ რიგში, მწუხარებას გამოვხატავთ დაღუპული ბავშვის გამო. საშინელება მოხდა. იმდენად საშინელება მოხდა, რომ სიტყვებიც ძალიან რთულია, იპოვო ამ სიტუაციაში. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, დღეს აქ გამოვედით რომ დავაანონსოთ, რომ ორშაბათს დილის 9 საათიდან ვიქნებით აქ, მერიის მთავარ შესასვლელთან, რათა გავაპსოტესტოთ ეს უმსგავსობა რათა მივუთითოთ და მოვთხოვოთ მერს და მერიის კონკრეტულ თანამშრომლებს, რომ აიღონ საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თქვან, რომ დამნაშავეები არიან თვითონ.

არ შეიძლება ასეთი რაღაცებით ვიღაცა მანიპულირებდეს. ამბობდეს, რომ მშობლის ბრალია, რომ ბავშვი სადღაც ჩავიდა შადრევანში და დენმა დაარტყა. როგორ შეიძლება, შადრევანი კლავდეს ბავშვებს. საშინელებაა, ძალიან საშინელი ტრაგედია მოხდა. კალაძემაც როგორი რაღაც თქვა, თუ ჩემი ბრალეულობა დადგინდება, მზად ვარ პასუხი ვაგო. თუ რას ნიშნავს, ვერ იაზრებს, რომ პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? თავის დანაშაულს ვერ ხედავს ამ პროცესებში? თუ ვერ ხედავს, ჩვენ აუცილებლად დავანახებთ. კალაძე აუცილებლად გადადგება. ვინც არის მანდ მონაწილე, ეგენიც აუცილებლად დაისჯებიან.

ორშაბათს შევიკრიბებით დილიდან აქ და აუცილებლად გავაგრძელებთ პროტესტს” – თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკოსები კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხზე მას შემდეგ საუბრობენ რაც 13 ოქტომბერს, 13 წლის გოგო მარიტა მეფარიშვილი ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. დაშავდა კიდევ 2 ბავშვი.

იტვირთბა....