ქალაქ თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთაში დაანონსებულ მცხეთობა-სვეტიცხოვლობის სახალხო-სადღესასწაულო ღონისძიებებს აუქმებს და მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას”, – აცხადებს დიმიტრი ზურაბიშვილი.