„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ვინ არის ის ამილახვარი ბავშვის სიკვდილი ბავშვს და მის მშობლებს რომ გადააბრალა?
ვინ არის, რას წარმოადგენს, რა აქვს ძარღვებში სისხლის ნაცვლად?
ამილახვარო – შენ ხარ ნაძირალა!
თუ გადააწყდები სადმე ამ მონაწერს და მოინდომებ ლაივში გაიგო ეს სიტყვები ჩემგან, გაგიმეორებ!!!!
ეხლა კი ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა – ელექტრიკს, მშობლებს თუ თვითონ დაღუპულ ბავშვს?
ვისზე გადატეხავენ ამჯერად ჯოხს ქოცჩინოვნიკები, წინა მთავრობაზე თუ ჟურნალისტებზე?
იმედი მაქვს, პროკურატურა კამერების ჩანაწერებს არ “ამოიღებს”, სადაც ბავშვები ფონიჭალაში მოძრაობენ და ნარკომანობას არ დააბრალებენ, რომ ისევ მშრალად გამოძვრნენ…“ – წერს ქაცარავა.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი მოზარდი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია.