ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რა აზრი აქვს აწი შენ დარჩენილ მერობას? ბოდიში მოიხადე და წადი კაცურად” – ზვიად კუპრავა კახა კალაძეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა ვაკის პარკის ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავს.

„რა აზრი აქვს აწი შენ დარჩენილ მერობას?

არაფერი.

მიუსამძიმრე მთელ საქართველოს, ბოდიში მოიხადე და წადი კაცურად“, – წერს ზვიად კუპრავა.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი მოზარდი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია.

იტვირთბა....