სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და თვლის, რომ მომხდარზე პასუხი კახა კალაძემ უნდა აგოს.
“რეაბილიტირებული ვაკის პარკი, რომ გახსნა – მაშინ ხომ იწონებდა თავს კამერების წინ? ხომ იძახდა “ჩვენმა შვილებმა უნდა ისარგებლონო?” მაშინ ხომ არ უსაუბრია იმ ადამინებზე კონკრეტულად ვინც იქ სამუშაოები ჩაატარა? ვინც დენი გაიყვანა? ვინც გამწვანება გააკეთა?! ვინმეს გადაუხადა მადლობა? ხომ მიიწერა ყველაფერი საკუთარ თავზე? ხომ “დაირტყა პოლიტიკური ქულები”?! ხო და ეხლა აგოს პასუხი ჯერ თვითონ და მერე ყველა სხვა დანარჩენებმა!
– მკვლელები! კალაძეს ხელში ქალაქი იქცა მკვლელად!
Ps უკვე მერამდენე ბავშვი გაიტანეს რეაბილიტირებულ ჭავჭავაძეზე!“ – წერს ლადო სადღობელაშვილი.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.