ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჟურნალისტი მაცაცო კევლიშვილი სოციალურ ქსელში, თვითმხილველის ნაამბობზე დაყრდნობით წერს.
როგორც მაცაცო წერს, კაცი, რომელმაც ბავშვები გადაარჩინა დევი მეზურნიშვილია.
“ეკო სერვისის თანამშრომელმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოყვანა ბავშვები აუზიდან.
თვითმხილველი ჰყვება, ეს კაცი რამდენჯერაც წყალში ჩავიდა, იმდენჯერ დენი არტყამდა, მაგრამ მაინც ამოიყვანაო.
ამ კაცის დამსახურებაა იმ ორი ბავშვის გადარჩენა.
არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მადლობა მას, ასეთებზე დგას ქვეყანა.
აქამდე ხმას ვერ ვიღებდი, მეგონა არცერთი უფროსი არ დაეხმარათ”, – წერს მაცაცო კევლიშვილი სოციალურ ქსელში.