ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია მერს, სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველას – ხოშტარია

“პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია მერს, მიუხედავად იმისა ის ამას აღიარებს თუ არა” – ასე ეხმაურება “დროას” ლიდერი ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას.

“არსებობს დანაშაული და პასუხისმგებლობა.

დანაშაული ჩადენილია, ზუსტად ვინ ჩაიდინა უნდა დაადგინოს სამართლებრივმა სისტემამ (რომელიც ჩვენ ქვეყანაში მოშლილია)

პასუხისმგებლობა არსებობს პოლიტიკური, სამოქალაქო და მორალური.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია მერს, მიუხედავად იმისა ის ამას აღიარებს თუ არა

სამოქალაქო პასუხიმსგებლობა გვაკისრია ჩვენ ყველას, ჩვენი წარსული ან კონფორმიზმით ან პასიურობით ან აქტიური თანამონაეილეობით. ასეთი მთავრობის ყოლა ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა. ზოგის მეტად ზოგის ნაკლებად. ასევე ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა არ გავჩერდეთ და არ შევეგუოთ. ლუკა სირაძის ამ ლექსო ლაშქარავას საქმეზე ბოლომდე რომ გვებრძოლა ეგებ სხვანაირად ყოფილიყო საქმე?

არსებობს კიდევ მორალური პასუხისმგებლობა, სადაც მსაჯული შენი შინაგანი ხმაა. რაც გინდა პოზა დავიჭიროთ დღეს, ეგ მაინც გამოგეკიდება სულ და გაგიმწარებს ცხოვრებას.

რაც უფრო დიდი ხანი და რაც უფრო მეტი ადამიანი გაექცევა ამ პასუხისმგებლობებს და დანაშაულს, მით მეტი უბედურება დაგვატყდება თავს”- წერს ხოშტარია.

იტვირთბა....