ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დადგინდება, რამ გამოიწვია, ვინ არის დამნაშავე, შესაბამისი ადამიანები დაისჯებიან – პაპუაშვილი ტრაგედიაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

მისი თქმით, დადგინდება, რამ გამოიწვია, ვინ არის დამნაშავე, შესაბამისი ადამიანები დაისჯებიან.

“ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც თბილისში, ვაკის პარკში დატრიალდა. თანაზიარი ვარ ოჯახის, ნათესავების, მეგობრების მწუხარების. ჩვენ ვნახეთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ვინ არის დამნაშავე და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. რა თქმა უნდა, შესაბამისი ადამიანები დაისჯებიან. ეს დიდი ტრაგედიაა და ახლა მნიშვნელოვანია, ყველა გვერდში დავუდგეთ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს”, –  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....