“მე ვპროგნოზირებ ქალაქ ხერსონის უახლოეს ორ კვირაში გათავისუფლებას” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.
მისივე თქმით, ხერსონის გათავისუფლება პუტინის სრულ მარცხს გამოიწვევს.
“ბახმუტთან Შეტევის შეჩერება დაკავშირებულია “რუსული ჯარების დაბალ მორალურ სულისკვეთებასთან” და ახალი უკრაინული შენაერთების დახმარებასთან. ხერსონის დასავლეთიდან ჩვენებმა გუშინ დაიწყეს სწრაფი შეტევა.
მე ვპროგნოზირებ ქალაქ ხერსონის უახლოეს ორ კვირაში გათავისუფლებას. ხოლო ბრიტანეთის დაზვერვის დასკვნით მთელი ხერსონის ოლქი გათავისუფლდება დეკემბერში, დნეპრის ორივე მხარეს.
გუშინ რამშტეინში უკრაინამ მიიღო უფრო მეტი იარაღი, ვიდრე წინა 5 რამშტეინი ერთად აღებული, Მათ შორის ახალი ჰაიმარსები, არტილერია და საჰაერო დაცვის სისტემები. Რუსები თავისი სარაკეტო შეტევით ძალიან დაგვეხმარნენ. ხერსონის აღება ნიშნავს პუტინის უზარმაზარ დამარცხებას და საბოლოო გარდატეხვას ომის მიმდინარეობაში.
მან სარაკეტო შეტევა უკრაინაზე განახორციელა რუსეთის შიგნით შერყეული პოზიციების გასამაგრებლად და ამავე დროს მკვეთრად შეასუსტა თავისი მდგომარეობა ფრონტზე. ბახმუტთან მარცხი ამის უტყუარი ნიშანია, ისევე, როგორც თვითონ უკრაინაში ვერანაირი პანიკა ვერ გამოიწვია და ინფრასტრუქტურული მაინც უმნიშვნელო იყო.
ერთადერთი ხელშესახები შედეგი იყო ბურშტინის ელექტროსადგურის მწყობრიდან გამოყვანა. ეს სადგური პოლონეთში ექსპორტს ახორციელებდა და უკრაინის შიგნით ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.