ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არა სიკვდილით სავსე ქალაქს” – თბილისის მერიასთან აქციაზე კალაძის გადადგომას ითხოვენ

“არა სიკვდილით სავსე ქალაქს” – ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისში დღეს ორი აქცია დაანონსდა.

ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნაა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომა.

აქცია ამ წუთებში თბილისის მერიასთან იმართება, საპროტესტო გამოსვლა იქნება 20:00 საათზე პარლამენტთანაც.

ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დღეს დენმა დაარტყა. 13 წლის გოგონა კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 2 დაშავებული კი იაშვილისა და ნიუ ჰოსპიტალის კლინიკებში არიან გადაყვანილი.

იტვირთბა....