გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის უკანონო ე.წ. რეფერენდუმებს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებულ რეგიონებში და მოითხოვს, გააუქმოს მისი ანექსიის დეკლარაცია.
რეზოლუციის მომხრე 143 ქვეყანა იყო, წინააღმდეგი 5 (რუსეთი, ბელარუსი, ნიკარაგუა, სირია და ჩრდ. კორეა); 35-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და მხარდამჭერ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა.