ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს – აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკა მხარს დაუჭერს საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმებისადმი მათ ერთგულებას.

“რამდენადაც მხარს ვუჭერთ უკრაინას, ასევე ვიმუშავებთ სხვა დემოკრატიების სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად. მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმებისადმი ერთგულებას. ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებაში დასავლეთ ბალკანეთში. ჩვენ მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოსაგვარებლად. ჩვენ გავაგრძელებთ თურქეთთან მუშაობას, რათა გავაძლიეროთ მისი სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური კავშირები დასავლეთთან. ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად შექმნილი ლტოლვილთა კრიზისის სამართავად.”- წერია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში.

იტვირთბა....