ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გადაწყვეტილება მიღებულია – გერმანია უკრაინას ჰაუბიცებსა და MARIS II ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს

გერმანია უკრაინას დამატებით PzH2000 თვითმავალ ჰაუბიცებსა და MARIS II ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს – ინფორმაცია გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს გვერდზე ვრცელდება.

“რამშტაინის ფორმატში შეხვედრა განსაკუთრებულ დროს მიმდინარეობს: რუსეთის სარაკეტო დარტყმები და ნაწილობრივი მობილიზაცია, ფსევდორეფერენდუმები და უკრაინის კონტრიერიში. ჩვენი მიმდინარე დახმარების კოორდინირებას ვახდენთ. უახლოეს რამდენიმე კვირაში უკრაინას გადაეცემა დამატებითი PzH2000 და MARS II”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გადაწყვეტილება ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

იტვირთბა....