საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარი, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
როგორც ლომჯარია “ამერიკის ხმასთან” აღნიშნავს, ამერიკაში საქართველოს მიმართ ერთგვარი იმედგაცრუება იგრძნობა.
მისი თქმით, “ვაშინგტონში საქართველოსგან ნაკლები თანამშრომლობის სურვილს ხედავენ”
“ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობა დაფუძნებულია ხალხთა შორის ურთიერთობაზე. მაგრამ, ამ ურთიერთობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობას. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ აქ იგრძნობა, რომ [საქართველოს მთავრობის] მხრიდან არის ნაკლები თანამშრომლობის სურვილი. [ხედავენ, რომ ] არის თავდასხმები ამერიკის ელჩზე, ასევე [ხედავენ] პროპაგანდას, რომელიც აღვივებს იმ რწმენებს საქართველოში, რომ თითქოს ამერიკას სურს ომი საქართველოში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს განწყობები ახდენს გავლენას და უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეულწილად მოახდინა კიდეც გავლენა ჩვენს ურთიერთობებზე. ასე თუ გაგრძელდა ამას ექნება სერიოზული შედეგები”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.