ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა.. კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული ჩვენი კავშირისკენ წინსვლა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

“ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა” – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

“უკრაინა და მოლდოვა ახლა ჩვენს კავშირში გაწევრიანების კანდიდატები არიან. ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივაც. ცვლილებების ქარმა კიდევ ერთხელ დაუბერა ევროპაში, ისევე, როგორც 1970-იან წლებში, როდესაც ესპანეთმა, პორტუგალიამ და საბერძნეთმა აირჩიეს დემოკრატია ან როცა თავისუფლებისთვის მებრძოლებმა დაანგრიეს ბერლინის კედელი. რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით. ეს არის ევროპის მომენტი. ჩვენზეა დამოკიდებული ამ მომენტის გამოყენება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....