რუსეთმა ორ რეგიონში მობილიზაციის მეორე ტალღა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, კრემლის გუბერნატორებზე დაყრდნობით ავრცელებს. როსტოვის ოლქის გუბერნატორი, ვასილი გოლუბევი აცხადებს, რომ მათ ახალი სამობილიზაციო დავალება მიიღეს.
მისივე განცახდებით, მუნიციპალური პროექტების კომისიებმა უკვე დაიწყეს მისი განხორციელება. პროცედურის შესრულების მონიტორინგს კი სამხედრო და რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები გაუწევენ, რომლებიც მუნიციპალური პროექტების კომისიებში შედიან.
კურსკის ოლქის პირველმა ვიცე-გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა კი 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ რეგიონმა დაასრულა მობილიზაციის პირველი ეტაპი.
“პირველი დავალება 100%-ით შევასრულეთ, ახლა მეორე მივიღეთ და სამხედრო კომისარიატებთან ერთად ვმუშაობთ ამ ამოცანის შესასრულებლად”, – აცხადებს სმირნოვი.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგაც რუსეთი არაერთმა მოქალაქემ დატოვა.
წყარო: https://www.unian.net/russianworld/mobilizaciya-v-rf-v-dvuh-regionah-nachalas-vtoraya-volna-12008223.html