ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ომეგა ჯგუფი” ოლიგარქის წინააღმდეგ – ოქუაშვილი ივანიშვილს მილიონ 700 ათასი ლარის დაბრუნებას და დამატებით 23 მილიონს სთხოვს

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ოლიგარქისა და მისი თანამზრახველების, ოთარ ფარცხალაძისა და ლევან ყიფიანის წინააღმდეგ –  მან ლონდონის სასამართლოში ფულის გამოძალვის ბრალდებით საჩივარი შეიტანა.

“ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელი მისი კუთვნილი მილიონ 700 ათასი ლარის დაბრუნებასა და მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ოლიგარქისგან დამატებით 23 მილიონს ითხოვს.

“ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრას, სადაც მას ივანიშვილმა პირადად აიძულა, რომ თანხა. ე.წ. ბიჭებისთვის გადაეხადა, ესწრებოდნენ თავად ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და ლევან ყიფიანი.

ფული ოფშორზე გახსნილ კომპანიაში გადაირიცხა და ოქრუაშვილის მტკიცებით, მეორე დღეს, საღამოს 8 საათზე, თიბისი ბანკიდან ყველა საბანკო პროცედურების დარღვევით მისი გამოტანა მოხდა, როდესაც ბანკი დაკეტილი იყო.

ცნობისთვის, საქმე 2016 წლის გახმაურებულ მოვლენებს ეხება, როდესაც ზაზა ოქუაშვილს ოლიგარქის შუშის რეზიდენციაში 4 მილიონი გამოსძალეს.

იტვირთბა....