ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ძალიან სუსტადაა, აქვს ტემპერატურა.. დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია – როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

” ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” მოინახულა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ხერხეულიძემ მედიას განუცხადა სააკაშვილი ძალიან მძიმედაა და დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭირს:

“მდგომარეობა არის უცვლელი – გამოიყურება ძალიან მძიმედ, იმიტომ, რომ ზოგადი სისუსტე იმდენად მკვეთრია, რომ გადაადგილება დამოუკიდებლად მას არ შეუძლია. იყენებს დამხმარე შესაძლებლობას იმისთვის, რომ 2 ნაბიჯით შეძლოს გადაადგილება. არის სუსტად, კვების პრობლემა არის უცვლელად, ტემპერატურა ახლაც 37.5 აქვს. ძალიან ცოტას ლაპარაკობს – არა იმიტომ, რომ ამის სურვილი არ აქვს, არ აქვს ძალა და ღონე, რომ ყველა საკითხზე პასუხი გაგვცეს” , – თქვა ხერხეულიძემ.

 

იტვირთბა....