ახალი ამბები მთავარი სამართალი

თავს დამნაშავედ არ ვთვლი, განცხადებას პროცესების შემდეგ გავაკეთებ – ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოზე მივიდა

დღეს საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესია, რომელსაც ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. პროცესის დაწყებამდე ბასილაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის, სხდომების დასრულების შემდეგ კი ვრცელ განცხადებას გააკეთებს:

“თავს დამნაშავედ რა თქმა უნდა, არ ვთვლი. პროცესების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. რა განცხადებასაც გავაკეთებ ამას შემდეგ გაიგებთ. როგორც გითხარით, პროცესები რომ დამთავრდება შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”,- აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

იტვირთბა....