საქსტატის ახალი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5 პროცენტით გაიზარდა და 1 304 ლარი შეადგინა.
2021 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ისეთ სფეროში, როგორიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია.
2021 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 055. ლარით, ხოლო მამაკაცების – 1 537 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში – 10.8 პროცენტი, მამაკაცებში – 9.2 პროცენტი შეადგინა.