რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. როგორც საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცეკმა განაცხადა, აგრესორებმა დღეს დილით ენერგეტიკული ობიექტები დაბომბეს:
“წინასწარი ინფორმაციით, ლვოვის ოლქის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმა განხორციელდა. დარჩით თავშესაფრებში! ნუ გაავრცელებთ ფოტოებს, ვიდეოებს და არასწორ ინფორმაციას”, – წერს მაქსიმ კოზიცკი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.