აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
როგორც ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი, ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და 10 ოქტომბერს, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაგმო.
ამასთან, თეთრი სახლი აცხადებს, რომ “ბაიდენმა ხაზი გაუსვა მის ჩართულობას პარტნიორებსა და მოკავშირეებთან, რათა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივონ, პასუხისგებაში მისცენ იმ სამხედრო დანაშაულების გამო და დაეხმარონ უკრაინას, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ჰუმანიტარული კუთხით”.