უბედური შემთხვევა რუსთავში – მე-7 სართულიდან 20 წლის ბიჭი გადმოვარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია “ინფო რუსთავი” იუწყება.
როგორც მედია წერს, 20 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა და შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდა.