ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თავდასხმები უკრაინელთა მიმართ ჩვენს თანადგომას მეტად აძლიერებს – ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 10 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ იერიშებს გმობს.

ბაიდენი იერიშების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს, დაშავებულებს კი საუკეთესო სურვილებსა და გამოჯანმრთელებას უსურვებს.
მისივე თქმით, თავდასხმები მხოლოდ გაზრდის უკრაინის მიმართ ამერიკის თანადგომას.

“ეს თავდასხმები მხოლოდ მეტად აძლიერებს ჩვენს მონდომებას, ვიდგეთ უკრაინელი ხალხის გვერდით, იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ ამ აგრესიისთვის რუსეთზე საზღაურის დაკისრებას, პუტინისა და რუსეთი პასუხისგებას სისასტიკისა და ომის დანაშაულებისთვის და უზრუნველვყოფთ უკრაინულ ძალებს თავიანთი ქვეყნისა და თავისუფლების დაცვის საჭიროებებით”. – წერია აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაში.

იტვირთბა....