ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის ქალაქების დაბომბვის გამო, ხვალ G7-ის საგანგებო სხდომა ჩაინიშნა

უკრაინის ქალაქების მასობრივი დაბომბვის გამო, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა საგანგებო სხდომა მოიწვიეს, რომელიც 11 ოქტომბერს გაიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

შეხვედრაზე ზელენსკი სიტყვით გამოვა და რუსეთის მიერ უკრაინაში მოწყობილ ტერაქტებზე ისაუბრებს. G7-ის საგანგებო სხდომის ჩატარების თხოვნით ზელენსკიმ თავმჯდომარე ქვეყანას გერმანიას დღეს მიმართა, რის შემდეგაც კანცლერმა შოლცმა უკრაინის პრეზიდენტის თხოვნა დააკმაყოფილა.

იტვირთბა....