ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გამოცხადდეს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ! – აქცია პარლამენტთან

აქცია

ამ წუთებში უკრაინის ქალაქებზე ოკუპანტების მასიურ საჰაერო თავდასხმებს  პარლამენტის შენობის წინ აპროტესტებენ და უკრაინელებს მხარდაჭერას უცხადებენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაა.

მათი თქმით,  თანამედროვე მსოფლიოსთვის მიუღებელია მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი.

“დღეს აქ მოვედი იმისთვის, რომ მხარი დაუჭირო მოძმე უკრაინელ ხალხს და კიდევ ერთხელ ჩემს მეგობრებთან ერთად ვთქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ტერორისტი სახელმწიფოა.

რუსეთი იმ ფორმით, როგორითაც დღეს არსებობს, უნდა განადგურდეს”,  – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ნოდარ რუხაძე.

იტვირთბა....