სატვირთოს, რომელსაც ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი მასალა გადაჰქონდა, ქართული ნომრები ჰქონდა – ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხი BAZA ავრცელებს.
ამ ეტაპზე ინფორმაცია დაუზუსტებელია.
BAZA-ს ცნობით, სატვირთომ, განბაჟება სომხეთში გაიარა, რის შემდეგაც ის ქალაქ არმავირში გადმოტვირთეს, მერე კი, ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნდა. სატვირთო ავტომობილი იქ 8 ოქტომბერს იპოვეს.
ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო ავტომობილებისთვის ბორნებით გადასასვლელს ამზადებენ.