გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა – ინფორმაციას და ფოტოებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მონასტერში დღეს გაჩენილი ხანძრის შედეგად, დამწვარია მთავარი ტაძრის ჩრდილო დასავლეთით მდებარე შენობის ნაწილი, რომელსაც მონასტრის წინამძღვრის კელიის დანიშნულება ჰქონდა.
ზუსტი მონაცემები, რამდენი კვ. მეტრი ფართობი დაიწვა, ჯერჯერობით არაა ცნობილი