რუსთავში 8 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა – ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება. მას ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება.