ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გერმანიის ჯანდაცვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება – ქვეყანა პანდემიის დასაწყისში შეძენილ 800 მილიონ პირბადეს ანადგურებს

პირბადე

გერმანია აპირებს დაწვას, თითქმის, 800 მილიონი ერთეული გამოუყენებელი დამცავი ნიღაბი, რომლებიც პანდემიის პირველ თვეებში შეიძინეს – ამის შესახებ Bloomberg წერს.

ნიღბებს გამოყენების ვადა ამოეწურა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი, დაახლოებით, 730 მილიონი ქირურგიული და 60 მილიონი ვადაგასული FFP-2 სამედიცინო დამცავი ნიღბის თერმული განადგურებისთვის.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის მარტიდან შეძენილი ნიღბების დაახლოებით 20%-ს აქვს ხარისხის დეფექტები.

გერმანიაში ახალი ზომები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდა. მატარებლებში და საქალაქთაშორისო ავტობუსებში ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღბების ნაცვლად, ახლა აუცილებელია FFP2 რესპირატორების ტარება.

იტვირთბა....