ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა დიდი პრობლემაა ეროვნული უსაფრთხოებისთვის – გიორგი ვაშაძე

ამ წუთებში თბილისის მთავარ გამზირზე, პარლამენთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით – “ჩაკეტე საზღვარი”.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლის გაკონტროლება და სავიზო რეჟიმის შემოტანაა.

აქციაზე იმყოფება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა უნდა აიკრძალოს, რადგან მისივე განმარტებით,ეს პრობლემაა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

მისი თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაიკეტოს რუსეთთან საზღვარი.

„დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქე დიდი საფრთხეა, შესაბამისად, ჩვენ ვუერთდებით აქციის მონაწილეებს. მოვედით აქ იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა უნდა აიკრძალოს, იმიტომ, რომ ეს პრობლემაა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მეორე მხრივ, ეს არის საქართველოსთვის ჰუმანიტარული პრობლემა. საქართველოს 10 ათასობით მოქალაქე ყოველთვიურად გადის ქვეყნიდან და 10 ათასობით რუსეთის მოქალაქე იკავებს მათ ადგილებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....