ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინისთვის კიდევ ორი მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა, რომელიც მაკროფინანსური დახმარების ნაწილი იქნება, რაზეც ჯერ კიდევ ივნისში იყო შეთანხმება მიღწეული.
“ომის დაწყებიდან ჩვენ უკრაინას 19 მილიარდი ევროს დახმარება გავუწიეთ, თუკი არ ჩავთვლით სამხედრო მხარდაჭერას. ამაში შედის კიდევ ორ მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარება, რომელიც გამოიყოფა უახლოეს დღეებში”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.