“ჩაკეტე საზღვარი!” – ამ სახელწოდებით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე მყოფი მოქალაქეები მოითხოვენ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლა ქვეყანაში გაკონტროლდეს და ასევე დაწესდეს სავიზო რეჟიმი.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აუცილებელია სახელმწიფო საზღვრის დაუყოვნებლივი დახურვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. გამონაკლისი კი უნდა დაიშვას ეთნიკური ქართველებისთვის, კავკასიელებისა და ჰუმანიტარული მისიებისთვის.
მათი მთავარი მოთხოვნაა აიკრძალოს ბინადრობის მოწმობის გაცემა და ბიზნესის რეგისტრაცია.
დღევანდელი შეკრება ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების მიერ.