ახალი ამბები პოლიტიკა

ზარქუა სამადაშვილს: პოლიტიკაში ხელმოცარული ხართ, მეუხერხულება, რომ გისმენთ

“კარგი რა, ხომ ყველაფერს აქვს საზღვარი ქალბატონო სალომე?!.. პოლიტიკაში იმიტომ ხართ ხელმოცარული როგორც დიპლომატი და ახლა როგორც პოლიტიკოსი”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,ირაკლი ზარქუამ, ოპოზიციონერ პოლიტიკოს სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

“ქალბატონი სალომე გვაიძულებს, რომ მიიღოს პასუხები. არაფერი გაუკეთებია „ქართულ ოცნებასო“ – კარგი რა, ხომ ყველაფერს აქვს საზღვარი ქალბატონო სალომე?! ასეთი არასამართლიანი დამოკიდებულება რომ გაქვთ, პოლიტიკაში იმიტომ ხართ ხელმოცარული, როგორც დიპლომატი და ახლა როგორც პოლიტიკოსი. NDI-ს რეიტინგებს შეხედეთ 7%-მდე რომ გაქვთ დაყვანილი რეიტინგი, ასეთი არასწორი მიდგომის გამო. რა არ გაუკეთებია „ქართულ ოცნებას? – თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროკავშირთან, 20%-ზე მეტია საგარეო ვაჭრობა. 13 მილიარდს ასცდა უკვე ამ პერიოდში ჩვენი საგარეო ვაჭრობა. GDP-სთან მიმართებაში ნახეთ ჩვენი საგარეო ვალი, შემოსავლები ნახეთ. შეიძლება ერთი მოიტყუო, მაგრამ ისეთ რამეს მაინც ნუ იტყვით… მეუხერხულება უკვე რომ გისმენთ, მართლა მეუხერხულება. სულ მგონია, რომ სადღაც ვაკუუმში ხართ ჩაკეტილი და ზოგჯერ გიშვებენ ხოლმე, ან შეგნებულად იტყუებით – უფრო ეს არის. არ გაგდით, ხომ ხედავთ არა? არავის უთქვამს, რომ იდეალური სიტუაციაა, გამოწვევებით სავსეა. ჩახედეთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მაჩვენებელი როგორია, ვერცერთ სახელმწიფოს ვერ დამისახელებთ, სადაც ეს პრობლემა მოგვარებულია. რატომ ხართ ჩასაფრებული? რა გინდათ გამაგებინეთ, კაცო? რა გამოწვევაც არის ის თქვით, მაგალითად მაღალი ინფლაცია, თქვით, ილაპარაკეთ ამაზე. შეიძლება ვიღაცამ დაგიჯეროთ და 17 კაცი რომ გყავთ მიმდევარი, 20 გახდეს. კაი რა, სირცხვილია მართლა“, – მიმართა ზარქუამ სალომე სამადაშვილს.

იტვირთბა....